დევებით სავსე ქუდი


ახლა მცივა, 
ჩემს თავზე თოვლი იმდენად გაიყინა, რომ ვფიქრობ, 
ამ ზამთარს ვერ გადავიტან..  
უსინათლოა გარშემო ყველა, 
სიტყვებს ვერასდროს ვალაგებდი;
 ვერ გავუხსენი იმ დღესაც აზრებს ჩემი სარკმელი.
 ახლა სიცივე იმდენად ვიგრძენი, 
რომ შიშის გრძნობა სადღაც გაქრება.
 მე არ ვიფარებ შავ ქუდს - 
მამძიმებს, მასშია ყველა ჩემი პრობლემა, 
მასშია ქარი, მასშია სევდა; 
მეშინია, შიში არ გამიქრეს!
 შიშია ნიჭი, რომელიც მარჩენს.
 რა დევმა უნდა შემაშინოს?!
 ხელში მყავს ყველა!
ჩემი შიში გქონდეთ და სიყვარული!
 მაგრამ ერთია, რაც კვლავ მაშინებს - 
მიზანიცაა და დასასრულიც, 
მოტივი იმისა, რომ გავიყინო,
 რომ არ დამჭირდეს არცერთი ქუდი! 
მე ძლიერი ვარ 
და მოთმინებაც ჩემი იმდენად ღრმაა, 
იმდენად მკაცრი, 
ზამთარს ვაშინებთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი