თითქმის შენი ამბავი


თითქმის შენი ამბავი
უწინ სხვა დრო იყო, ადრე ბევრს არ საუბრობდნენ, არ დაგვიჭირონო ,ახლა კიდე ხალხს ვერ გააჩუმებ - მე ეს მომწონს, ალბათ იმიტომ, რომ მეც მიყვარს ლაპარაკი, თუმცა, ამას ყოველთვის კარგ შედეგამდე არ მივყავართ, გამოცდილებას კი არ აქვს მნიშვნელობა, კარგი იქნება ეს, თუ ცუდი, გამოცდილება ცუდიც კარგია. მოკლედ, ერთხელ იმდენი ვილაპარაკე, რომ ანკესი შემიჭამა თევზმა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ვიყავი და, როგორც მახსოვს, ყველა და ყველაფერი ძალიან დიდი მეჩვენებოდა, ნაწილობრივ, იმის ბრალიც იქნება ეს, რომ ტანმომცრო და გამხდარი ბავშვი გახლდით , თუმცა, იმთავითვე ენამოსწრებული, ხოდა, დედაჩემი ერთ დღეს იმდენად გავაბრაზე, თავიდან მოცილების სურვილი გავუჩინე ,  მაშინ 17 წლის ვიყავი , დედაჩემს უფრო კორექტულად კი  რელაქსი მოვანომე, დამშვიდება , როგორც ამას შემისწორებდა ბევრი ჩემნაირი ენამოსწრებული, ხოდა, მაინც ბევრი რომ არ ვიყბედო , შანდორ პეტეფის ქუჩის 34 ნომერში უმალვე განხორციელდა ზარი, რომელმაც ალბათ პეპლის ეფექტის მაგვარად იმოქმედა ჩემზე, როგორც ეს შემდგომში გაირკვა , როდესაც მამაჩემის მკაცრი ტონი გავიგონე: - მოხვალ შენ აქ! - შემეშინდა, გამცრა ტანში, მაგრამ  ეს მხოლოდ მისი ხმა იყო, სხვა არაფერი. ისე , რა საინტერესოა მამაჩემის მხრიდან ესეთი მიდგომა , გამბედაობა და ესეთი დამოკიდებულება , ის ხომ  მე დედაჩემზე და ბებიაჩემზე კარგადაც მიცნობდა, მიუხედავად იმისა ,რომ ექვსი წლის ვიყავი, როდესაც მონასტერში გადაწყვიტა წასვლა ან უფრო რელაქსაცია, დამშვიდება. ნუ, ერთი სიტყვით, რელაქსაცია... როგორც ამას დედაჩემი აკეთებდა იმ წამს.
 მოკლედ, სულ რაღაც ორ წუთ-ნახევარში მძიმე მწვანე ჩემოდანი, სამი ახლად გამომცხვარი ლობიანი და ოცდაათი ლარი მეჭირა ხელში , ჩემოდანი, რომელიც უტანსაცმლოდაც ძალიან მძიმე გახლდათ, ჩემი მარცხენა ფეხის ცერა თითზე  იმდენად მძიმედ დამანარცხა დედამ, კინაღამ წამოსცდა: ძალით არ მინდოდაო, მაგრამ  კარგად იცოდა, რომ შოუს დავდგამდი მერე,  ამიტომაც , ჯერ არწამოსული ცრემლი შეიტრიალა და კარები გააღო. გზა კი კარგად ვიცოდი, მეტროსადგურ ისანში უნდა ამომეყო თავი , შემდეგ უნდა მეპოვა ტაქსი , რომელის პოვნაც ძალიან ადვილი გახლდათ , ბოლო ხმაზე გაჰკივიან , როგორც ძაღლები, ამას, თქვენ წარმოიდგინეთ, სტალინის დროსაც აკეთებდნენ  ჭკუასუსტი მძღოლები.
 ჯერ კიბეები ჩავირბინე სკუპით, ხასიათი რატომღაც არც გამიფუჭებია, პირდაპირი გეზი ავიღე ისნისაკენ, თუმცა, იმ ავბედითი დღის კანონზომიერებამ ალბათ ბევრი რამ შეცვალა , როცა ანამარია  პირდაპირ პადიეზდთან ჩამოყუდებული დამხვდა და ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, თითქოს თითების ტკაცუნს ახლახან მორჩაო. 
- შენ მე გული მომიკალი.- გული შემიღონდა კინაღამ.
- მე? - გავირკვივე, ვითომ წარმოდგენა არ მქონდა, რაზე მესაუბრებოდა.
- სანამდე ადამიანს მოკლავ, უნდა გააფრთხილო.
მადლობა ღმერთს, იმისათვის, რომ მან იმდენი ჭკუა მომცა და სისხარტე, რამდენიც თავად ჩათვალა საჭიროდ. 
შემდეგ განაგრძო.
- არ გიტყდება მაინც? ესეთი საზიზღარი როგორ ხარ? - შემდეგ უცბად ჩანთა დაინახა, რაღაცნაირად მოლბა,  მაგრამ არ შეიმჩნია. - ჩემგან გარბიხარ? 
- მაპატიე, აღარ ვიცი, რა მექნა, მე ... მე არ ვიყავი მზად, არც შენთვის, არც შენი დის გრძნობებისთვის, მე ვერ გაგიმკლავდით ალბათ... - ცოტაც და საკუთარ სიტყვებზე ამოვყირავდებოდი სიცილისგან.
- და ამის გამო გარბიხარ? - შეშფოთებული ჩანდა...მართლა აღარ  ვიცოდი, რა  მეპასუხა.
- არა , მე ჩემს თავს გავურბივარ - ზურგი შევაქციე და ჯერ არ გამრუდებული გზა განვაგრძე. - რამდენიმე სიტყვა კი მესროლა ზურგში , მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მე რეალისტი ვარ, აწყმყოთი ვტკბები და გათვალისწინებული მაქვს ფაქტი იმისა , რომ მე მამაჩემთან მისვლის შემდეგ ცოცხალი ან გადავრაჩებოდი, ან - არა, სურვილმა მაინც მძლია , თუმცა,  ანამარიას შენარჩუნებაზე სულაც არ მეფიქრებოდა, ამიტომაც , შემოვტრიალდი.. ანამარია ისევ ისე, გაუნძრევლად იდგა და ჩემს ზურგს უყურებდა მანამ, სანამ  შემოტრიალებულმა არ მივვარდი და მის ბავშვურ ტუჩებს არ  ვეძგერე, როგორც წინა დღეს ზოროს თავგადასავალში ვნახე ძგერა ,როგორც ასეთი, თავად ანტონიო ბანდერასის შესრულებით... 
- აღფრთოვანებული ვარ! - თქვა მან ხანგრძილივი ამბორის შემდეგ.
- გეწყინა, თუ გაგიხარდა? - მიამიტი თვალებით გამომივიდა თქმა , აღარაფერი უპასუხია, ვგონებ, შოკში იყო,  უბრალოდ, მიყურებდა ფართო თვალებით და მეც დრო ვიხელთე, მეორედ ვაკოცე, შემდეგ  შევაქციე ზურგი და სანამ თვალს მოვცილდებოდი, ერთხელაც ცნობისმოყვარეობის გამო რომ გავხედე , გაქვავებული იდგა ისევ ისე ანამარიას ძეგლი, როგორც დავტოვე.
 ისნის მეტროდან რომ ამოვედი , ჯერ კარგა დიდი გზა მქონდა დარჩენილი ტაქსამდე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო იზრდებოდა ტაქსების შეძახილები .  „ეს რაში გავყავი თავი! ‘’ -ვფიქრობდი და ვნანობდი უკვე, რომ ყველაფერი ესე აეწყო. მამაჩემი კი სულ სხვა კალიბრის კაცი გახლდათ, მასთან მხოლოდ ზაფხულობით მივდიოდი , მაშინაც - ფეხების თრევით.არა, იმიტომ არა, რომ არ მიყვარდა ის ან არ მინდოდა მისი ნახვა, ან იმიტომ, რომ ის ცუდი ადამიანია, არა, უბრალოდ, მისთვის მე უფრო ჯონათან ლივინგსტონი ვარ , ის კი უფრო ჯაფარია ალადინიდან, რომელსაც დიდი გალია აქვს ჩემთვის გამზადებული, სადაც მომათავსებენ მანამ, სანამ გარკვეული დრო არ გადაივლის, - როგორც ამას თავად იძახის ხოლმე: „შენ რომ შენ ნებაზე მიგიშვან , თავს დაიღუპავო...’’ იტყვიან ხოლმე, რა... 
გადავწყვიტე საბოლოო პაპიროსი გამებოლებინა, სანამ ამის შანსი მქონდა, იქვე იჯდა ბებია ქალი, იქნებოდა ასე ოთხმოცი წლისა, სიგარეტები კარდონის დიდ ყუთში ჩაელაგებინა, ფასების მიხედვით დაელაგებინა და ჩემს დანახვაზე,უცნაურად მოჭყლიტა სახე, სულაც გული აიცრუა ალბათ, როცა მივუახლოვდი.
- ერთი პარლამენტი, თუ შეიძლება - დავიბოხე ხმა. ეს მე ზედმიწევნით კარგად გამომდის.
- რამდენი წლისა ხარ შენ, შვილო?- დამცირეუბლად ვიგრძენი თავი, ტონიც ხომ დამამცირებელი იყო და.
- 22-ის .- მივხვდი ,რომ ზედმეტად ბევრი წამომცდა და დავამატე: - მალე ვხდები 22-ის. სწრაფად ვუპასუხე, რომ არ ეფიქრა, ვატყუებდი, უარესად გამომივიდა და სიცილიც აუვარდა.
- - რას დამცინი?! -მკაცრად გავაპროტესტე.
- წადი, მომცილდი აქედან , რა დროს შენი სიგარეტია. - თვალი ამარიდა, მე კი ძალიან მეწყინა, არ დავაყოვნე, მთლიანი კოლოფს დავტაცე ხელი და  ნელ- ჩქარი ნაბიჯით , თითქოს არც  არაფერი მომხდარიყოს, გამოვეცალე, თუმცა მან, ჩემდა გასაოცრად, იმხელა ღრიალი მორთო, ღმერთმანი, - შე ყაჩაღო! მოეთრიე აქა! შენი სინსილა გაწყდა ... ხალხო! - ძალიან შემეშინდა , მაგრამ სიჯიუტე და ჩემში ბობოქარი სულისკვეთება უშიშრობისა მაინც თავისას შვებოდა, მივუახლოვდი , ალბათ იფიქრებდა , მიბრუნებსო , ერთხანს რომ გაჩუმდა , კოლოფი უკან ჩასადებად წავიღე ,როდესაც სანთებელაც ამოვაცალე და გამოვიქეცი. ამაზე კი სულ გადაირია, ჯერ წამოდგომა სცადა, წაბორძიკდა , საჯდომმა დაძლია და ისევ სკამს დააჯდა. შემდეგ რომ მიხვდა , ვერანაირად ჩამიგდებდა თავად ხელში, ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი, ხალხი ყურადღებას არ მაქცევდა, ყველა მას უყურებდა, მე კი ხალხში გავერიე. სწრაფი ნაბიჯით მეორე ქუჩაზე გადავედი , სადაც კაფე ლიმონა იყო, ასე ჰქვია ‘’ლიმონა’’ , ლიმონა მხოლოდ ერთი ვიცოდე მე , ჩემი უბნელი მორფინისტი იყო, რომელიც წამალში გაიპარა. როგორც ჩანს, კაფე გავლენიანი გახლდათ, რადგან კაფეში მსხდომი ხალხი გამოირჩეოდა ბევრი ისეთი მოძრაობით ,რომელიც გამოარჩევდა მათ სხვა უბრალო ხალხისგან , თუნდაც იმ ბებერი ქალისგან , რომელიც ალბათ ჩემს წყევლას კიდევ არ მორჩენილიყო. ერთი სიტყვით, ვაკელებს ჰგავდნენ, თუმცა ისნელ ვაკელებს , რომლებიც სიგარეტს ხელში ფაფუკად ითავსებდნენ და საშინლად ელეგანტურად ითავსებდნენ ტუჩებში. მგზავრობა თხუთმეტი ლარი მიჯდებოდა, ჩემთვის კი მთავარი იყო , რომ აქედან წავსულიყავი. იქიდან კი მამაჩემის კისერს დავეჭიდებოდი, უკანა გზაზე, ხოდა, მოვინდომე მეც ისნელი ვაკელივით დამელია ერთი ფინჯანი თურქული ყავა, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა, რომელიც ადრეულ ბავშვობაში ბებიაჩემმა შემაყვარა და, საერთოდ, ბებიაჩემი მგონი ფინჯანი ყავის ხათრით შემიყვარდა. დავსხდებოდით ხოლმე , თურქულ სერიალს მხოლოდ მაშინ უთიშავდა ხმას, მე და ბებო ვისხედით, ვიხსენებდით უაზრო ამბებს, ზოგჯერ საინტერესოსაც ვაპარებდით, მე განსაკუთრებით მამაჩემზე რომ მიყვებოდა, იმას ვატანდი გემოს და ვწრუპავდით ყავას, მაშინ კი გაბოლებაზე რომ გამეფიქრდა ,იმისიც მეშინოდა, ხოდა, ვიჯექი ახლა კაფე ლიმონას ერთ-ერთ მაგიდასთან , ჩემ გვერდით მსხდომი ოჯახი ზედმეტად მშვიდად შეექცეოდა კრუასანებსა და ჩაის. ერთმანეთს  ზედ არც უყურებდნენ და, როგორც ჩანდა, არც საუბრის ხალისი ჰქონდათ.
 ამ სიწყნარეში კი შემთხვევით ჩემ ზურგს უკან დიალოგი რომ მიმდინარებოდა, ყური დავუგდე მათ მაგიდას და მეც გავინაბე, როგორც ჩანს, მწერლები ან სცენარისტები იყვნენ. მსჯელობდნენ  უცნაურ სიუჟეტზე , რომელმაც ჩემი მთელი გონება მოიცვა მანამ, სანამ ჭრელაჭრულებში გამოწყობილი მიმტანი გოგონა არ მომიახლოვდა და ყავა არ მომართვა. 
- კედლები და კედლებზე კიბეები. - უთხრა პირველმა.
- ეგ როგორ? - გაუკვირდა მეორეს.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, თუნდაც, როგორც გესმის.- უხეშად მიუგო,- ბნელი ოთახია, ოთახში უცნაურად ანათებს  ქუჩის წითელი ნათება, რომელიც წყლით სავსე სავანეში მძინარე ჩემს გმირს აღვიძებს.
- სურეალისტური სირობა ჩანს... განაგრძე...  - წესით, სცენარისტისა და რეჟისორის შეხვედრა უნდა იყოს ,- ვფიქრობდი, თუმცა, ვერანაირად ვერ შევტრიალდებოდი ისე, რომ ყურადღება არ მიმექცია. - სავანე ოთახში... - ვფიქრობ, არ მოეწონა რეჟისორს.
- სირობაო?! - წამოდგომა სცადა სცენარისტმა, თუმცა ,როგორც ჩანს, შეაჩერა მეორემ, ძალიან განაწყენებული ჩანდა, მე რაღაცნაირად მოვახერხე , უკან გავტრიალებულიყავი, სულ ოდნავ ცხვირი დავანახე მათ, ერთ-ერთმა თვალებთვალებში გამიყარა, მე კი უმალვე შემოვტრიალდი, მეორე აგრძელებდა ლაპარაკს. 
- სურეალიზმი არ გიხდება, ჩემო კარლო, მაგას აჯობებს , ისევ ზღაპრები წერო, ისინი უფრო... 
- აღარ მაინტერესებს შენი აზრი, ვახტანგ.- შემდეგ წამოდგა და ხურდები დაყარა მაგიდაზე. 
- ესეც სცენარის ნაწილია? 
- შენ არა ხარ რეჟისორი და არც ეს სცენარი გეკუთვნის შენ , ნაბოზარო. –
მწარედ უთხრა და ისიც იმდენად გამწარდა ,რომ პირდაპირ ცხვრიში უთავაზა მუშტი. ერთი კი წაიბორძიკა, თავი ჩაღუნა და ცხვირზე მოისვა ხელი, შემდეგ წამში იმდენად გაწითლდა, გაცხარდა, რომ ვიფიქრე, კვერცხიც შეიწვებოდა მის თავზე, მოულოდნელად მაინც და მაინც ჩემს ფინჯანს დაავლო ხელი კარლომ, ზედ არ შემოუხედავს, პირდაპირ კეფაში შეამსხვირა ჭიქა მეორეს, რეჟისორი არ წაბორძიკებულა, როგორც იყო , დაეცა სახით იატაკზე და სისხლის გუბე დააყენა. სანამ გონზე მოვიდოდი, გარშემო მყოფი სტუმრები გამქრალიყვნენ , მხოლოდ ჭრელაჭრულებში გამოწყობილი გოგონა იდგა, ხელში კი დაფა ეჭირა, როგორც ჩანს, ხელები და ფეხები ერთ ტემპში უკანკალებდა, რეჟისორი  კი გაითიშა , სისხლის წვეთები პირდაპირ სახეზე შემომესხმია, ეს მაშინ ვიგრძენი, როცა ჩემს ფეხებამდეც მოვიდა სისხლი , ხელები სახეზე მოვისვი, სულ სისხლი შემრჩა, სცენარისტი თვალედაჭყეტილი უყურებდა სხეულს, შემდეგ თავი ჩაღუნა , მერე მე  შემომხედა და საშინლად მშვიდად, აუჩქარებლად  მკითხა:
- ჩემო მეგობარო,რატომაა კეჩუპი ასეთი სისხლისფერი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი