ჟამი მარტოობისა
ჟამი მარტოობისა - ღვინის გემოს ტოვებს პირში. ნახევრად ტკბილი, მათრობელა და მიმზიდველი სხეული, რომელიც საძინებელზე ვნებაგამოცლილი ესვენა, ჩემთვის უცხო აღმოჩნდა და საძაგელი. ღვინო, რომელსაც ქვევრთან ერთად იმედგაცრუბის გემოც გადაჰკრავს - ჩემთვის ნაცნობია. ქვედა ტუჩიდან გადმოვარდნილი წვეთი ყელზე, მკერდზე - სისხლისდაგვარად ნელა მთელ სხეულს დაუვლის - სისხლივით ღვინო, სისხლივით წვეთი ტერფთან მისულს არ შემახმება, მაჭკნება, თითქოს, ვარდივით მიუსაფარი. ის ვნებაც ქრება. შავ სიზმრად ქცეულს, გაყინულ სხეულს სიზმრებთან ერთად გადავაფარე თბილი ზეწარი. მე - მარტოსული და ნამთვრალევი! ვინატრო რამე... ჩემს თავთან ეულს რა დამრჩენია?! ღამე ცივი და ღამე ბნელია; ჩავხსნა სარკმელი, ვინატრო რამე, წავშალო თავი , რა დამრჩენია?! თან არ მაძინებს გამჩენი, ღამე ცივია, გულში კი ვნებაანთებულს, სხვა... სულ სხვა ვნებით ანთებულს, რა დამაძინებს? - იქნებ აღმოსავლეთის ქარებმა მითხრან და ჭიქა ღვინომ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი