როცა სპირალზე კი არა, წრეზე დადიხარ


ნაწვიმარი ფურცელი, ჭუჭყს რომ ვერ ამოიყვან, ისეთი, მომიგდეს ისე, როგორც მიუგდებენ ძვალს გამხდარ ქუჩის ძაღლს, ქოთი რომ ასდის.
ეს ჩემი აზრებია, ასეთი მყრალი, თუ შეხვდებით...
ეს კი კარმაა - მხოლოდ და მხოლოდ დავიწყებული და ბოროტი მოგონებები, რომლებიც ალბათ საუკუნეების წინ გავუშვი ცაში იმ ბუმერანგივით, ჩემი ხელით რომ ვუთლიდი კუთხეს... 
ახლა კი თავში საცაა მომხვდეს. შეშინებული და მარტოსული დაველოდები.
თქვენ კი კვლავ მეტყვით: ყველაფრის ხელახლა დავიწყება შესაძლებელიაო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი