ვაგონი


მოგონებები და აწმყო როგორი სასტიკია!  ხშირად მიფიქრია, როგორ გადავურჩე ამდენ მოგონებას? ჩემს თავში ღრმად ჩაფლულ კადრებს, რომლებშიც თოვლი არც კი გადნება… იქ ისევ რჩება მისი ღიმილი, მისი სიბრაზე და ხმამაღალი ჩემი აზრები მხოლოდ მატარებლის ჩქარი გაელვება, მხოლოდ მისი ხმა და ჩქარი ცივი სიო, ახშობს ყოველთვის, სანამ თვალს მოსწყდება... ახლა კი ვდგავარ ამაყი, დიდი! მხოლოდ რელსები არ იკარებენ ფანტელს. მე კი ბოლოჯერ ველი მატარებელს, მის ხმას და ახლა ვკმაყოფილდები. უფრო ადვილად მე ველი ვაგონს, თუნდაც მხოლოდ ერთს, რომელიც მოვა და - წავა! 
ოღონდ ამ დღეს შენც თან წაგიღებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი