ის კაცი შორს მთაზე
ის კაცი, შორს მთაზე, თვალწარმტაცად შორს, უკიდეგანოდ შორს რომ დგას შენგან, წვერმოსილ სახეზე ცრემლად ნაქცევი ღიმილი რომ უთამაშებს, ახლა ბედნიერია. სიმშვიდით მთვრალი, დაღვინებული თვალებით გიცქერს; უთუოდ გიყურებს შენ და ფიქრობს; არ ვიცი, რაზე ჩაფიქრებულა. მან კი იცის , უთუოდ იცის და ჩვენ, მგმობლნი, მწარე ცრემლით ვტირით იმ მთის გადაღმა... თითქოს, მზე ნარნარებს ცაზე, ნარჩევ ვარსკვლავებს მოფარებული, გალაქტიკებით გარშემორტყმული! რამ დაგვისველა თვალები ცრემლით? რომ ვერ გვიგვრძვნია ტკივილი, სევდა - რატომ ვიცინით, თუ ასე ვტირით? რატომ ვაბრალებ ამ სევდას ღიმილს, თუ სევდის განცდაც დამკარგვია... სხვა სევდა დამაქვს. გამოუცდელი თვალებით ვხედავ - ამ ცას და ვარკვალევებს ახლა სხვა ცრემლი ამღვრევს და ამ ცაზე მზეც უფრო ვარდისფერიფერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი