ბაობაბი


ყველაფერს ძველს ახალი შეენაცვლება და ყოველი ახალი ოდესმე დაძველდება. დრო კი, როგორც სწორი ხაზი, ჰორიზონტალურია და მშვიდი. 
აწმყო იდგა დიადი ბაობაბის თავზე.
 - აწმყო! - გულისცემასავით ჩაესმოდა, - აწმყო. 
სიბერე არ ეტყობოდა, ხალხი გარს ევლებოდა და თუმც ასე გადიოდა დღეები, თვეები და წლები, ის ისევე გაუნძრევლად, დინჯდად იდგა თავის სამყოფელს. წვიმა უყვარდა, ხალხი კი ბჭბოდა: „ის წვრილმანევს ვერ ამჩნევსო”- ამბობდა ერთი და გაივლიდა მერე მეორე, ჩამოუდგებოდა ნასწავლი თვალებით და ჩაილაპარაკებდა: „ის ცის მეგობარიაო”. ზოგი იმასაც ამბობდა, ვერავინ წააქცევსო.. 
ხალხი ბჭობდა. ის კი ისევე ისე იდგა დინჯად, მრავლისმეტყველად. საკვირველია და საოცარი მისი ზრახვები რეალური იმედები. თქვენ ალბათ არ იცით, ოცნებებიც ჰქონდა იმ გრანდიოზულ ქმნილებას, მეტსაც გეტყვით - სიზმრებსაც ხედავდა და ვგონებ - დინოზავრები ესიზმრებოდა. 
გოლიათს თურმე ჩიტის გული ჰქონია, მარტოსულად უგვრძნია თავი ამ სამყაროში და წვიმაც ვეღარ ახარებდა ისე, როგორც უწინ. ხოლო იმ წამს, როდესაც ვარკვლავთ ცვენისას მარტო დარჩებოდა ხოლმე, სიო ევლებოდა გარს და მხოლოდ მას ატანდა იმ ფარულ გრძნობებს, რასაც ყველაზე პატარა მგრძნობიარე ჩვენთვის შეუმჩნეველ ფუღუროში ინახავდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი