სიმაღლე
ყველა წავიდა. ხოლო, ვინც დარჩა მეხსიერებას მათი პირიდან მხოლოდ ხრწნა ისმის და შედედება. ისმის სიჩუმე, როგორც განგაში და ერთადერთი თავშესაქცევი ცრემლთა დოღია მოღლილ სახეზე. ყულფები - დეპრესიის გახელილი თვალები - მოგჩერებიან დაჟინებულად და გიპყრობს შიში, დღემდე უცნობი, თითქოს გაიგე შემოძახილი "იარაღისკენ!" ვერაფერს ამბობ და ვერც აკეთებ. ეს ოთახი ცათამბჯენის ბოლო სართულზეა - ამოქოლილი კარებითა და დაღებული ფანჯრებით. თქვენ ორნი დარჩით ოთახში, მხოლოდ - შენ და სიჩუმე, რომელიც იწვა უმოძრაოდ და მრავლისმეტყველად, როგორც მეომრის გვამი დროშის ქვეშ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი