შენი იმედი


ღამენათევი ექაჩებოდე ბოლო სიგარეტს,
უცქერდე როგორ იბადებიან ბლანტი ნისლიდან
კორპუსები და შავი ყორნები,
იცოდე კარგად და ზედმიწევნით,
რომ შენს სტომაქში ბუდედადებულ პეპლებს ოდესღაც
ჩაანაცვლებენ ხრწნა და მატლები
და სიყვარულზე ფიქრობდე მაინც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი