განმეორებადი პერსპექტივა
მე ყვავილები ვიყიდე შესაძლო პაემნისათვის და შესაძლო ბედნიერებისათვის ღიმილი ვისწავლე. მე უარი ვთქვი ჩემს პრინციპებზე და ოცნებებზე, რომლებიც სიკვდილის შემდეგ უნდა ამიხდეს. მე დავიწყე ოფისში მუშაობა, მე გავიხსენე ის თუ როგორი ვიყავი, სანამ პოეტი გავხდებოდი და საკუთარ რაობას ძალდატანებით ვყლაპავდი, მე ყვავილები ვიყიდე შესაძლო პაემნისათვის... და მე ჩავსახე შესაძლო შვილები და მე გავხდი შესაძლო ქმარი და მე დავღვარე შესაძლო ცრემლი და მე დავღვარე შესაძლო ცრემლი და მე დავღვარე ცრემლი. მე ყვავილები ვიყიდე შესაძლო პაემნისათვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი