მათ შეუძლიათ - ისინი აკეთებენ.
ალენ გინსბერგის ყმუილს აუბეს ყეფა ძაღლებმა. გარეთ ვერ გახვალ. გარეთ ცივა და ყველა ბასტარდი ისე ჯგუფდება, როგორც ნატყორცნი მეტეორიტის ქვეშ ოცნებები. მათი ერთობა - უფრო მტკიცეა, ვიდრე გრანიტი, იმაზე უფრო ბუნებრივი და თვითქმნილი, ვიდრე ჩემი ლექსები, ჩემი ღიმილი, ჩემი უნარი – ვიყო მე. ხოლო, მათი ხმა – მწარე, როგორც მეუღლის ამონაკვნესი სხვისი სახელი. ძალადობრივად ნახმარ ქალწულთა სისხლია მათი პარფიუმი და მათი სურვილი – რომ სიყვარული შემოგაძარცვონ და გაშიშვლებულ სულზე დაგაფსან – შესრულებადი. გარეთ ვერ გახვალ. გარეთ ცივა და არც კი თოვს გარეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი