ტრანსპლანტაცია


როცა გნახავენ სისხლისგან დაცლილს,
ვინ გადმონერგავს შენს მშრალ ძარღვებში
ცრემლებს. ან, ვისი
ნერვი დაიწყებს ხტუნვას, მდუღარე
ზეთის წვეთების მსგავსად, როდესაც
შენი არყოფნა გახდება უფრო ხელშასახები,
ვიდრე შენ, ანდაც ამბავი შენზე-
რომ, თითქოს, ჩვევად გქონდა სიცოცხლე
და ერთი წამით გადაგავიწყდა,
ვით მარტოობა
ღამით, საწოლში გაღვიძებულ ქვრივს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი