ბაქანი
ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავ, გავიღვიძებთ. დილა მოგვაწვდის მოსარევ ყავას, არეულ ფიქრს და მანძილს, რომელიც უნდა დავფაროთ, სანამ ჩავწვებით ლოგინში, სადაც ბალიშს მარილის გემო და ვალდებულების სუნი აქვს. ჩვენ გავიღვიძებთ. პირში მიმოყრილ, წინა დღის, უთქმელ სიტყვათა გვამებს სიგარეტის ბოლს გადავაფარებთ, როგორც სუდარას. გავიფანტებით, მსგავსად მიტინგზე დარბეული და დაშინებული ხალხის მასისა, ქუჩებში, სადაც მიწას მარილის გემო და გარდაუვლობის სუნი აქვს. ისევ, მოვუკრეფთ ერთმანეთს ხელის მტევნებს და ისევ გამოვხდით დოზას ნახევრად ტკბილი (ნახევრად მწარე) მისალმებისა. ჩვენ გავიღვიძებთ, დავდგებით მეტროს გაჩერებაზე და კვლავ, მოვუცდით რაღაცას, გარდა მატარებლისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი