შავი პალიტრა


ნუ ისაუბრებ ბრმადშობილებთან ფერებზე
და სიყვარულზე ნუ ისაუბრებ მათთან ვინც დარჩა
წვიმიან ღამეს მღელვარე ზღვასთან,
გადაიფარა ადიდებული დინება საბნად
და სირინოზთა იავნანაზე ღრმად მიიძინა.
ან ვისი პულსიც აღარ იცვლება გასროლის ხმაზე,
ნაზ შეხებაზე,
კოცნაზე...

ნუ ისაუბრებ ბრმადშობილებთან ფერებზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი