ულტრანათება
აქ მერამდენედ უნდა აღმოჩნდე?! უმწეო მზერას აფათურებდე გულგრილობაში, როგორც აღმართთან მდგარი მოხუცი ხელში ტვირთით და მუხლებში - მტვრევით. ყველანი წავლენ და უმნიშვნელო წვრილმანებივით, დაავიწყდებათ ხელს გააყოლონ შენი სახლიდან უიმედობა. შენ შეიყვარებ ფიქრს დასასრულზე და ყოველ ღამე შენს აივანზე, ამყრალებული ხალიჩასავით, გადმოფენ თვალებს მოლოდინიანს. და ყოველ ღამე შენ აივანზე ააციმციმებ სიგარეტის ღერს, როგორც შუქურას დაკარგულთათვის, რათა გიპოვონ, აღმოგაჩინონ, გაგხსნან, იძახონ: ის მე ვიპოვე და მე მეკუთვნის! შენ შეიყვარებ დაშვებას, თითქოს, სიზმარი იყო ცრუმორწმუნისა საშიში, მძიმე... რომ გათენდება და ამბავს შენი არსებობისას ონკანის ვიწრო მილების გავლით მოუყვებიან ოკეანეებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი