თვითიზოლაცია
ეს სიმარტოვე - სრულყოფილია. ვერ შემოვუშვებ ოთახში სტუმრებს. ჩემს კედლებს შენი ჩრდილის სუნი აქვს. სჯობს, ვთქვა "გავცივდი", "გადამდებია..." და ნაჩრდილარში, როგორც ჩრდილის ქვეშ ჩამოვდო თავი. სჯობს, ხელუხლებლად, სურნელუხლებლად დარჩენილ ოთახს ზღვარი გავავლო, ისევე როგორც კრიმინალისტმა ნანივთმკიცარ და ნაცხედრალ ადგილს. ჩემს კედლებს შენი ჩრდილის სუნი აქვს, ვერ შემოვუშვებ ოთახში სტუმრებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი