ნეკროზი
ეს ერთგვარი ურბანული ვირუსია: ღამით შეწოვილ ბაცილებს დილით ძლიერი დაცემინება მოჰყვება ხოლმე და კორპუსების ნესტოებიან ამოფრქვეული ფერად-ფერადი პარაზიტები ავსებენ ქალაქს. და ამ ორ, მარტივ, პროგნოზირებად, მოვლენას შორის იქმნება ლექსი. და როგორც წესი, ეს პოეზია არ ცვლის არაფერს, არსად, არასდროს. - მე შევიქმენი, რათა შემექმნა - ვამბობ და ვცდილობ დავწერო ლექსი, რომელიც სახლში დაგტოვებს, რათა დატოვო სახლი, როცა გადაწყვეტ. სისულელეა ელოდო ნატვრას, რომელიც ვარკვლავს მიაბი კუდზე და გააყოლე. სჯობს ნეკროზული ქსოვილის მსგავსად მოკვეთო შენგან მოლოდინები. სჯობს შეეგუო, რომ თუ აღარსად გაქვს წასასვლელი და დასარჩენად ვეღარ პოულობ ვერცერთ არგუმენტს - უნდა დასრულდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი