მე ვიხილე როგორ გაარღვია ...


მე ვიხილე როგორ გაარღვია შენმა სულმა სხეულის კონტური
და გავიფიქრე:
შენ შეიძლება მაინც მოხვიდე...
და თუნდაც გვიან, მაგრამ ნუგეშით, 
ისევე როგორც ევთანაზია.
შენ შეიძლება მაინც მოხვიდე,
მაშინ, როდესაც ყოველდღიურობის ბოტოქსებით
შემომაჭერენ უიმედებას თვალებზე.
შენ შეიძლება მაინც მოხვიდე,
იქამდე სანამ, ისინი მოვლენ - მძიმე დღეები,
და შენს დახორკლილ სხეულზე ამომაკითხო
ჩემი ყოველი დაუწერელი ლექსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი