მე ჩავეხუტე ვერშემდგარ ძახილს...
მე ჩავეხუტე ვერშემდგარ ძახილს, ვევედრებოდი გარდაცვალების გადაფიქრებას, როგორც იესო ლაზარეს ცხედარს. და საავადმყოფოს მოსაცდელივით მოლოდინებით ავივსე, მაგრამ ძახილი დუმდა, ისევე როგორც შვილმკვდარი ცოლ-ქმრის სადილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი