ნეტა რას იტყვის?


იცი, ხანდახან მეც ძლიერ მიჭირს,
როცა ცრემლისგან თვალი ვერ მიჭრის,
ეს ჩემი დარდი სხვამ სულ არ იცის...
ან რომც გაიგოს,  ნეტა რას იტყვის?
რომ მომისმინოს, ალბათ, არც შეიმჩნევს,
ან თუ შეიმჩნევს, ფიქრად რად შეიჩვევს?
მე მხოლოდ მისმენს მდუმარე ღამე
და მკრთალი მთვარე შემომხვევს მკლავებს..
ფიქრში გართული ჩავუვლი ჭადრებს,
მტკვარს გავხედავ და გავფანტავ წამებს...
ნეტავ რას იტყვის თბილისი ჩემზე,
ვითარცა მისთვის მომღერალ გედზე,
რას იტყვის ის, ვინც დღედაღამ მეძებს,
ან სატრფო, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ...
მტკვარი, ოხ, მტკვარი, აქ ჩემს წინ წყნარი,
შორს კასპიის ზღვაში მიაპობს ტალღებს,
ხატთან იღვენთება სანთელი თაფლის,
როგორ მაგონებს ეს ყოველივე ჩემს იდეალებს..
აზრები ისევ აზრებად რჩება,
ოცნება ითხოვს ფიქრების რიგებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი