ჯვარცმა
«ნუ მსტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისა...» ანგელოზებმა დიდებული აქეს ჟამი, ცეცხლში გახვეულან ცანი; მამას ხმობს: «რაისთვის დამიტევე!» დედას: «ჰოი, ნუ მსტირ მე»... 1938 მაგდალინელი იღვრებოდა ცრემლად, მოწაფე საყვარელი ქვავდებოდა ნელა; იქით კი, სადაც მდუმარებდა დედა, გახედვაც კი ვერვინ ვერ გაბედა. 1940 ანა ახმეტოვა (მთარგმნელი: ეკატერინე ჯიქია) Распятие Не рыдай Мене, Мати, во гробе зрящи Хор ангелов великий час восславил, И небеса расплавились в огне. Отцу сказал: «Почто Меня оставил!» А матери: «О, не рыдай Мене...» 1938 __ Магдалина билась и рыдала, Ученик любимый каменел, А туда, где молча Мать стояла, Так никто взглянуть и не посмел. 1940, Фонтанный Дом
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)