მომავლის წერილები


გუშინ დამესიზმრა, რომ მისი ცოლი ტიროდა. მე კიდე ვიდექი და ვუყურებდი. თითქოს შემეძლო, რომ  მისი ქმარი ადამიანად მექცია.. თითქოს მჯეროდა, რომ მე ვიყავი გამონაკლისი და სხვა არ იქნებოდა, მე რომ არა, იმ კაცის ცხოვრებაში, ცოლის გარდა. 
სიზმარში მჯეროდა, ისე კი ვიცი, რომ განსაკუთრებული არ ვარ და საქმე მასში იყო და არა ჩემს სიკარგეში, მე რომ შემამჩნია...
ის ქალი იდგა, ტიროდა, ბავშვზე მითითებდა და მეუბნებოდა რო არ დამენგრია ოჯახი. მას მართლა ჯეროდა, რომ იმ კაცის ჩემ მიმართ სიყვარული იმხელა იყო, რომ ყველაფერს მიატოვებინებდა.. მე კი არა.. სიზმარშიც არა. ცხადში კი საკუთარი თვალით ვხედავ, რომ „ცხადად“ არა.  ვეუბნებოდი, ვუმტკიცებდი, რომ ის მოღალატე არ იყო.. 
სინამდვილე კ ი პირიქითაა, რომ ის კაცი მოღალატეა, უბრალოდ მე არ მივეცი ღალატის უფლება.. სხვასთან სხვაგვარად იქნებოდა. 
ის კაცი, ჩემთან იყო, ოჯახში.. სიზმარშიც ჩემთან იყო, „ჩემებთან“. მისი ცოლი და ოჯახის წევრები მერე მოვიდნენ ჩემთან, ბავშვიც. მე და მისი ცოლი შორს ვიყავით ყველასგან... მე ვიდექი ვუსმენტი ტირილს და არ იცოდა, რომ მე უფრო ვიყავი საცოდავი და არა ის.. 
გულით ჩავვეხუტე და ვუთხარი, რომ არა, არ დავანგრევდი ოჯახს, „დედაჩემიც“ დავიფიცე(ისიც გავრიე ამ საქმეში), მისი ქმარი კარგი ადამიანი იყო და ჩემთან არ უღალატია.. და არც აწი უღალატებს.. თითქოს არ დაიჯერა, მარა მახსოვს, რომ შემომხედა გაეღიმა და მითხრა, რომ „კარგი ადამიანი ვარ“ და თითქოს ამით გარანტია ქონდა იმისი რო ჩემზე გაიმარჯვა. 
გავიღვიძე  და მივხვდი, რომ ცხოვრებით „მე კარგი ადამიანი ვარ“, კიდე დიდხანს ვიცხოვრებ..  ჩემი ბედნიერებით კი კიდე დიდხანს ვერ ვიცხოვრებ.. 
ისევ ისე იყო ყველაფერი.  
არ ვადრამატიზირებ ცხოვრებას, მართლა ასეთია ის.. 




ამას წინათ, დედაჩემი დამესიზმრა... იდგა და ტიროდა.. მიყურებდა და ტიროდა. ყველაზე მეტად იყო იმედგაცრუებული ჩემით. თითქოს ის საძირკველი დაენგრა რითიც მზრდიდა და არ იცოდა რა ექნა და როგორ ექნა.. მე კიდე ვიყავი საწყალი.. ყველანაირად უბედური.. ვიჯექი და ვუყურებდი დედაჩემს..
შუაღამით გამეღვიძა და მივხვდი, რომ უნდა ამერჩია ის რისიც დედაჩემს ჯერა.. ჩემი სიკეთის, ჩემი კარგი ადამიანობის და დავბრუნებოდი ჩემ ცხოვრებას, ისე და იმ დროს, რომ უკან მოხედვა  არ ყოფილიყო რთული და გვიანი..
მერე დილით ჩამეძინა... 
ხასიათი გამიფუჭდა. 



გუშინ წინ ლაშა დამესიზმრა, თითქოს გზაში შემხვდა მიყურა და ვერ მიცნო... ისეთი ცუდი ვიყავი. მას გაეგო ყველაფერი, ყველა ცუდი ჩემზე.. და მისთვის აღარ ვიყავი კარგი... თითქოს აღარც უნდოდა რო ცოდნოდა ჩემიარსებობის, და მთელი წარმოდგენა ჩემზე, უეცრად, საკუთარი საქციელებით,ერთბაშად წავშალე..
გამომეღვიძა და შემეშინდა... 	
6/18/2017



არ ვიცი რატომ ახლა, მაგრამ ზუსტად 4 თვის შემდეგ გამახსენდა, რომ რაღაც დავწერე, გადმოვწერე და ბოლოს თარიღს შევხედე... 
არავინ აღარ ესიზმრება ჩემს სინდისს.. თითქოს ეგოისტობა უფრო მეტად ვისწავლე და ჩემი სურვილების დაფასება... 
რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის... გარანტია ცუდი ადამიანობის დასაწყისის... შუბლის ძარღვის გაწყვეტის... თუმცა ჯერ საკუთარ „ნაპრინციპებთან“  ვადგვარ... პრინციპების რაღაც პატარა ნაგლეჯს ვებღაუჭები და ველოდები როდის გავა დრო, დიდი დრო, ბევრი დრო, რომ რამეს მე თუ არ შევცვლი თვითონ მაინც შეიცვალოს... ცუდისკენ, რა თქმა უნდა.. 
აბა კარგი დასასრული და გაგრძელება ამას არასდროს არ ექნება... 

„ვდგვარ წყალში და ტანს ისევ ის მისველებს“ )))  და არა „სხვა“ )
											10/18/2017



ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად ვატარებ მანქანას... ვფიქრობ ყველაფერზეე... თითქოს ყველა სადარდებელმა ახლა მოიცალაა ჩემთვის....  თითქოს დამთავრდა ყველაფერი და უნდა მიხაროდეს... ვერ ვიტყვი რო ესე არააა, ამას შიგნიდანაც ვგრძნობ, რომ თავისუფალი ვარ... მაგრამ  ჩემდაუნებურად სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე წამში ამივარდება ხოლმე ტირილი... და მინდა ხმამაღლაა, ხმით ვიტირო, ვიგლოვო საკუთარი უმწეო თავი და ვიყვირო... ვიცი, რომ დროებითია, ვიცი, რომ კარგია, მაგრამ სადღაც საკუთარ ეგოისტობას არ უნდა.... დავიღალეე.... 
ისევ მისი ცოლი დამესიზმრა, მეგონა უკვე საბოლოოდ გავაჩუმე ჩემი ქვეცნობიერი სინდისი, მაგრამ არაა.... მოვიდა თითქოს ჩემს სანახავად, ჩემს სახლში და ჩემები დახდნენ.. ამიტომაც ადგა და ჩემი ლანძღვა დაიწყოო და "ოჯახის დამანგრეველი" მეძახა... სახლში რო დავბრუნდი აღარ იყო და დედაჩემმა მკითხა, რასაც ამბობდა ის ქალი.. მე ვიუარე ყვლეფაერი, მაგრამ შემეშინდა... სიზმარში შემეშინდა.. ყველაფერი გავაანალიზე, და ყველაფრის დაკარგვის შემეშინდა... როგორ შვებაა გამოღვიძება.... :)))))))))))))))))))))))))))

გუშინ ბებიაჩემი დამესიზმრა, ყველაზე სუფთა, ლამაზი, სუსტი აღმოჩენა ჩემი ცხოვრების.. თითქოს აღარ იყო... და თითქოს ეს აღარ ყოფნა ჩემს სინდისთან ახლოს იდგაა... ახლა რა ვქნათქო ვფიქრობდი....  რა გავაკეთოთქო, როგორ დავაბრუნოთქო....  ყველაფერი დროის ამბავია ვიცი... ეს ყველაფერი კარგია ვიცი, მაგრამ მე მაინც მეტირება..........
										8/27/2018


თითქოს საუკუნეა ამ წუმპეში ვარ და ვერადავერ გავშრი. ყოველთვის როცა ამოვდივარ, მზე არ გამოდის ხოლმე, ქარი დაუბერავს და ისევ თავიდან მაგდებს ტალახში, წყალში, ათასგვარ უბედურებაში... ახლაც ნატკენი და უბედური ვზივარ, ვკითხულობ ამ ჩანაწერებ და ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენი დრო გავიდე, მე კიდე ისევ სველი ვარ და ისევ ისე ცივ ქვაზე ჩამომჯდარი ველოდეი მზეს, რომელიც ამოვა და გაანათებს ჩემს ცხოვრებას. მერე კი როცა ისევ დაუბერავს ქარი და ეცდება ჩემს გადაგდებას, საკმარისად ძლიერი შევხვდები და არ მივცემ უფლებას თავიდან დამაწყებინოს და გამომაცოდივლოს საკუთარი ცხოვრება.

რა სისულელეა, როდის დავამთავრებ, როდის შეიცვლება ჩემი ცხოვრება..... 
		7/11/2019


ისევ ვიბრძვი... თავიდან დაიწყო ზამთარი... ისევ მცივა და ვეძებ გამოსავალს და გასაქცევს. ყველაფერმა მოიცალა ჩემთვის. მის გარდაც ბევრი პრობლემა მაქვს... საკუთარი თავის პოვნა მიჭირს. ვეძებ და ყველაფერში თითქოს ფსკერზე ვარ და ბედნიერი არსად... მეშინია აქ არ დავრჩე სამუდამოდ, ზემოთ მინდა ამოვიდე.... ძალიან რთულია, იმიტომ რომ მცივა.... 
11/26/2019

მონატრებამ მოიცალა ჩემი უბედურებისთვის. აღარ მინდა ისევ შეცდოომების დაშვება და მისი შეცოდება, მერე ჩემი თავის დამატება და ისევ თავიდან დაწყება, იმისი რასაც არასოდეს არ ექნება კარგი დასასრული. გაქცევა მინდა, მარა ჯერჯერობით, არ გამოდის.
12/23/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი