ბოლო აღსარება წირვამდე


ბოლო აღსარება წირვამდე

ბრაზობ რომ არ გაქვს ნიჭი
შენს თავს წყევლი
და გაურბიხარ,
როგორც პატარა ბიჭი,
ცრემლს იწმენდ
მძიმე საუბრისას

გულში შელოცვილი 
სიტყვებივით,
რაღაც უცნაური
გაფრინდება,

გული არ გეტევა,
გამოსვლა
სურს,
მაგრამ რომ
გამოვა
სადღა წავა?.

შენი ფიქრები და
სურვილები,
ხატების თაროსთან
დადებული,
დედაოს 
ნაჩუქარი
ფსალმუნივით,
უფუნქციოა და
იმტვერება, 

ბნელი,
შავი კალთა გეფარება, 
ტაძარში
არავინ გეხმარება, 
მოინანიეო 
გეხვეწება
ღვთისმშობლის
ხატი და გეფერება, 
შენ მასში
დემონებს
აკვირდები,
წმინდანის ფეხებქვეშ
რომ არიან,
ეს არის
ალბათ რომ
საწინდარი,
ცოდვები რომ
მოინანიო.

მონასტერს
ტოვებ
უკვე,
ბოლო ნაბიჯები
ტაძარში,
ხელში არაფერი,
სული კი
ხანძარში, 
ხმა, მომაკვდავი
დედაო,
დემონი აბჯარში.

ბუზები ჯარაში
დაფრინავენ, 
მომაკვდავს
უყურებენ
ერთმანეთს,
სანამ 
მათ ტკივილს
არ გავიაზრებ, 
ჩემშიაც იქნება ეშმაკი.

ქვაზე 
წამოკარი მარჯვენა
ფეხი,
მარცხენაც, 
სახე კი ივსება 
სევდებით,
ხვდები
რომ
მკვდრებივით 
დარგული 
ხეები
ბერდება,
წუხილით
ვერაფერს ვერ შვები.

ჯერ არ
მისული და
გონებით სახლში ხარ,
არ მოგწონს
ის სახლი
თავში რომ აგიწყვეს.

გამოიპარები 
გონების სახლიდან,
რაღაც
ხომ შენც უნდა დაიწყო
ახლიდან,
და სახლში
მიხვიდე,
სხვა სახლში
სადმე სხვა 
ადგილას 
დასახლდე. 

ვერ იცნობ მას
ვინაც გიყვარდა,
ანდა რომ უყვარდით
ვერ გცნობენ.

გონების დედიკო
ახალი სახლიდან,
გაგიშვებს,
როდესაც გაგაცნობს მეზობლებს,
გეტყვის რომ ბაღია,
პარკი და ზაფხული,
შენ კი 
კვლავ იცხოვრებ
მეორე სართულზე.
დედიკო გაგიშვებს,
პეპლის საჭერებით,
გახეულს კი მოჰგავს,
მაგრამ არაუშავს. 

ჟანგიან კარუსელებს, 
ბაღის ბავშვებივით,
გარს შემოსევიან, 
თოვლის ფიფქები,
(სულაც არ ყოფილა ზაფხული)
ქარი აღმზრდელივით,
მთელი მისი ძალით, 
იმედის მომცემად, 
აქნევს საქანელებს,
ჩუმი ზარზეიმი,
უცნობი 
მედოლე,
სიცილი,
თუმცაღა ვერ ხვდები საიდან. 

ვიცი
რომ ისევ ისეთი
ღამეა,
ვიცი რომ იცი
რომ
მე რასაც ვგულისხმობ,
გაქრება,
წაიღებს 
ბრმა მატარებელი,
შორს,
სულსაც მოგტაცებს,
შენს ლამაზ ხელებში,
გედება ბავშვობა 
და მასაც მოგტაცებს,
აღარ გეშველება,
შეწყდება გოდება,
სკამზე ისხდებიან 
სხვა ახალბედებიც, 
საკუთარ ნაგები 
ოცნების კოშკებით,
და სწორედ
ასეთი ლამაზი
კოშკების
ნანგრევებს 
გასცდები
და გააფერადებ, 

ფანჯრების დაბურულ
გაყინულ
მინებზე 
დაწერ რომ
ეს არის
სწორედაც ის 
მხარე,
დედა
რომ ამბობდა
ჭირი და ქატოო,
იქაო, იყოსო,
და შენაც,
რატომღაც
აქ მოხვდი 
როგორაც 
სკამებზე
დამჯდარი,
კოშკებ
დანგრეული 
ბავშვები არიან. 

ფხიზლდები, 
ჭრაჭუნი,
ზარების ჟღარუნი,
და გაქანებული
ყრუ კარუსელების
ხალისი 
გაღვიძებს
თოვლი აფხეკილა, 
ვით
სამზარეულოს 
სულ ძველი კედლები
შენ რომ
გადაფარე, 
ფერების გამოცვლით 
ზედაპირს 
ვერა ცვლი,

ბნელ ღამეს
პატარა
ეშმაკის ბორბალზე, 
თვალებ ახვეული,
და 
ცოტა სნეული,
ფრთებ გადახლართული,
დგას ის ანგელოზი,
რომელის ფსალმუნიც,
შენ მუჭში გიჭირავს,


მეორედ იღვიძებ,
მამაო
გეძახის,
ისევ ის
ტაძარი,
თავზე კი სამოსის
რაღაცა ნაწილი,
მამაო
გეძახის,
ცოტა
ეცოდები, 
შენ რომ უყვებოდი, 
თუ რასაც ხედავდი, 
თუ რასაც გრძნობდი 
და
თუ რისი გესმოდა,
რისი გეშინოდა,
შენ რომ უყვებოდი,
რომ მოინანიე
მამაო დაღონდა,
ოქროდ შეფერილი 
ჯვარცმა გაგიწოდა, 
აკოცე
ამ ჯვარცმას
ანდა 
უფრო სწორედ,
სიკვდილს
ეამბორე,
გოლგოთას
ფეხებში. 

სისხლი გდის მარცხენა
ნესტოდან,
მარჯვენაც შეიღება
ნელა,
ოქროსფერი 
ჯვარცმა,
მამაო გაწყრა,
ეშმაკი რომ
ხარ გჯერა. 


დედა გეუბნება
რა დაგემართაო,
დედა ხმას უწევს
და შენ
ისევ...


ბრაზობ
რომ არა გაქვს
ნიჭი,
შენს
თავს წყევლი და გაურბიხარ,
შენ ხარ პატარა ბიჭი,
ცრემლს
ყლაპავ
მძიმე საუბრისას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი