ზამთრის გამარჯვება
ზამთრის გამარჯვება ირბინე, პატარა ბავშვო, ირბინე, სანამ გაქვს ძალა, შენი მშობლების ნაშრომ, სახლს, შენს სხეულში მალავ, ბნელია ღამე, ახლა, თოვლი ცივია, გტკივა, სანამ ხმა ჩაგისახლდა, სანამ გათენდა დილა, გადაირბინე მდელო, ტყეების ბნელი ტანი, შემოიხვიე მცველად, ცოტა იცოცხლე ამით, ცეცხლი ზურგს გითბობს უკან, იწვება შენი კერა, მშობლებს ხომ უკვე უთქვამთ, ირბინე, თუ კი გჯერა, ფეხებს აკლდებათ რწმენა, მუხლები ბალახივით, მიმოგეკეცა, შველა, გჭირდება თანაც ტირი, შენი ცრემლები ალღობს, სითეთრეს, აჩენს მიწას, შენში ზაფხული სახლობს, შენში იმედებს ღვიძავთ, ხმები მოგესმის ძველი, რომ გინდა ალბათ მაშინ, შენი სხეულის მცველი, შენვე ხარ, დგახარ ქარში, ღრუბლები ფერადდება, მხეცებით სავსე მხარეს, ახარებს რადგან კვდები, თავად გითვლიან წამებს, წამება არის დიდი, არ გინდა, ნუღარ გჯერა, იცოცხლე, მოკვდი მშვიდად, იღვრები მრავალფერად, შენი სხეული მიაქვთ, ქალები მგლებზე სხედან, ქარი სუსტ ტოტებს ლეწავს, რაც გაშინებდა, გხედავს, დარჩა სიჩუმე ბავშვო, როგორაც მუდამ რჩება, შენი მშობლების ნაშრომს, წაიღებ ბრმა იმედად, დიდი ცეცხლია უკან, მოისმის ცეკვა სამთა, და მუხლმოდრეკით შიშით, სამყარო ელის ზამთარს.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი