წასვლა
ღამის სიჩუმე ჩემი სარკეა სამსჯავრო სკამზე ვზივარ ნაფიცი როდის დავეშვი ცოდვების ფსკერზე ვფიქრობ და მაინც რა ვთქვა არ ვიცი ღირსების გზაზე თავჩაქინდრული დამწუხრებული ველი სამართალს რადგან მსაჯულად აქ ის ხალხია ვინც მე მიწაში ძვლებად დამმარხავს ეს ცის ფერდობი მახსენებს წარსულს ვნების წუთები ალბათ მწველია მაგრამ როდესაც სიცოცხლე არ გსურს სიკვდილის ცოდნაც მომხიბვლელია მე ვერცხლი მიყვარს ყველაზე მეტად ოცდაათიდან ავიღე ერთი მაშინ ვიქეცი ეშმაკის კერპად როცა გონებამ დაკარგა ღმერთი ლოცვის სურვილი დალია დარდმა თავის დაკარგვაც მომელის მალე მე შეიძლება ვიცოცხლო მაგრამ ამ სტრიქონებში გარდავიცვალე ღრუბლად გაივსო თვალებში სევდა ცოდვის ისარი თორმეტს მიადგა ღმერთო გელოდი ამაღამ ჩემთან და სამწუხაროდ დაგაგვიანდა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი