მე მიყვარს


მე მიყვარს როცა გეხები
მე მიყვარს შენი ფეხები
მე მიყვარს შენი თვალები
და მიყვარს შენი მკლავები
მე მიყვარს როცა დუნდები
დიდ დროს რომ არ მოუნდები
მე მიყვარს შენი მენჯი
და მიყვარს შენი ლავიწი
მე თვლემა მიყვარს შენი
და ვნება რითაც დავიწვი
მე სევდა მიყვარს შენი
დაცრემლებული ვარდი
სანამ გნახავდი ცოცხლად
ანგელოზივით მწამდი
მე მიყვარს შენი ღიმილი
და კბილი შენი თეთრი
მე სული მიყვარს შენი
და შენში მყოფი ღმერთი
მე ბრაზიც მიყვარს შენი
და დამანჭული სახე
იმ დღიდან დავტკბი შენით
როცა პირველად გნახე
მე კოცნა მიყვარს შენი
და ჩახუტება ახლოს
მე რომ მიყვარხარ ძლიერ
მთელმა სამყარომ ნახოს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი