სიუტყვე


დღეს დილას თუმცა გვიან გათენდა
ბინდი ჩამოწვა მაინც დღის ბოლოს
აღარ მიყვარხარ ვამბობ ამჯერად 
შენ კი ოცნების გავხარ სიმბოლოს

ხშირად რთულია მიხვდე ვინახარ
როდის დარდობ და როდის ნაზდები
რატომ მაგიჟებ თუკი მიყვარხარ
ან რაღას მკოცნი თუ გიბრაზდები

მე შემიყვარდი როცა გიპოვე
და მაშინაც კი მე შენ მიყვარდი
ღამე ხიდიდან როცა მორევში
გადაისროლე ის თეთრი ვარდი

მიყვარს მკლავებზე როცა გიყურებ
ყველაზე მეტად კი იცი რა მიყვარს
შენი თვალების მკვეთრი ციმციმი
დაუკითხავად გულს რომ გაყინავს

მთელი არსებით რომ მენატრები
აეს გონება ფიქრობს სხვა რამეს
თუკი ის მომწონს მე ვინც არ მიყვარს
შენ სიყვარულით როგორ ამავსე

სხვა ჩემნაირად ვეღარ გაკოცებს
წვას გილამობენ მშრალი ტუჩები
თითქოს მიყვარხარ და ის მაოცებს
რომ შენს სიყვარულს ვერ ვეურჩები…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი