არ მიყვარს


არ მიყვარს როცა ფიქრი მიტაცებს
რადგან მე შენით ტკბობა მინდება
შორი შორს ქარი ტოტებს მიარხევს
როგორც ჩანს ჩემთან კვლავ გაწვიმდება.

ღრუბლებზე მაღლა შავი კვამლია
ფურცლებს ეცემა მშრალი წვეთები
იატაკს თეთრად ყინვა ატყვია
მე კი მცივა და მაინც ვერ ვთბები.

სარდაფის ბოლოს ვუამბობ ღვინოს
მძაფრი ვნებების მდუმარე კვდომას
იქნებ მალულად მანდ ჩამეძინოს
სიზმარში ვიცი დამაცდი ტრფობას.

ამ ბნელ ღამეებს სინათლე ვერ ცვლის
მივყვები მთვარის მოშურნე აჩრდილს
მაგ ამაყ ტუჩებს ვერავინ შეცვლის
და მოუსვენარ დევნების წადილს

თუკი სამყარო ასე მშვიდია
რა უნდა სულში ამ ალიაქოთს
ზღვის პირზე ისევ მძლავრი ზვირთია
და ჩემს ოცნებებს ხარბად მიაპობს.

მომენდე ქალო მოიკალ ძალი
ესწრაფე გულით ოცნების ფერებს
შენი ბუნების ძებნით ვარ მთვრალი
და უარყოფაც მე არ მაღელვებს.

ჩემი სტროფებიც ამ ომის ტონით
წააგავს მტვრისფერ ვარდების კონას
და მეც ამ მკრთალი,მწველი ბურბონით
ვიტყვი უაზრო წამების ხსოვნას…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი