ვალენტინობა


თუ არ გიყვარვარ მერე რა მოხდა
ვიცი გინდოდი და მე არ გახლდი
ერთი შეხედვით სული ამომხდა
მაგრამ ხომ ხედავ ისევ გავლაღდი

ეს გული ისევ შენ გამო ფეთქავს
ისევ მაგონებ მარტის ამინდებს
რა დამავიწყებს შენს გამოხედვას
შენი თვალები ისე მაგიჟებს

ამაღამ მთვარე ძალზედ მკრთალია
ვეღარ ვუყურებ ზღვისფერ ყვავილებს
ამ ჩემს ოცნებას, ვიცი მთვრალია
შენზე ფიქრები გამიადვილებს

ახლა ძალიან მხიბლავს სასმელი
შუა ღამემდე ვაპირებ თრობას
მე რაც მინდოდა ვწერე სათქმელი
შენ კი გილოცავ ვალენტინობას…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი