ამაოა


რა ტკბილია როცა გინდა
გაუთენო ღამე ვინმეს
განშორების ტკივილებს რომ
მოუყვები, ის კი გისმენს

ველურია როცა გტანჯავს
შინაგანი კვდომა ძალის
დარდი შენგან სიშორეა
სამწუხაროდ ვერ ვცვლი მანძილს

მარტო ყოფნა ჩემი გზაა
დალოდება ვიცი არ ღირს
გარდასული წლების მერე
გაგიღიმებ თვალებ დახრილს

ძნელი გახდა უშენობა
არ მეღირსა დარი გულში
შენს მომღიმარ სახეს ვხედავ
გადაცვეთილ თაიგულში

ღამე ნაზი კოშმარია
გზა ულევი,დრო კი სევდა
უჩემობას თუ გეგმავდი
ნახვამდისო მაინც გეთქვა

შეცდომაა გულს რომ ებრძვი
და თავიდან ინთებ გრძნობას
ვერასოდეს ვეღარ შეცვლი
უშნო სულის გარეგნობას

იცი შენი მონატრება
ცრემლის ზღვათა დამდენია
ოხვრით ღამე ნათენები
ღმერთმა იცის რამდენია

რომ შემეძლოს შენი ნახვა
აგიყვანდი მთების კალთას
ცის კიდესთან წრფელი გულით
შენ ტყუილს იტყვი მე კი მართალს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი