მომენატრა
მომენატრა შენი მზერა მომენატრა შენი კანი ალისფერი მთვარის შუქზე მინდა დავთქვა პაემანი ტრფობით ვზიდავ შენს მოსვლამდე მარტოობით დადგმულ უღელს დავდუმდები როცა წვიმა მოაწყდება ციდან ღრუბლებს ვიცი მოხვალ ვნებიანად მომიყვები წარსულ დარდებს შენს მკლავებში ყოფნით მინდა სამუდამოდ დამიღამდეს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი