თითქოს
თითქოს ბევრნი ხართ მაგრამ არცერთი თითქოს ჩემთან ხართ მაგრამ შორს ძალიან თითქოს მშვიდი ვარ მაგრამ ქარცეცხლი თითქოს არ ვიმჩნევ მაგრამ მაკლიან თითქოს წყენა ვარ მაგრამ მდუმარე თითქოს რწმენა ვარ მაგრამ უჯვარო თითქოს ჩუმი ვარ მაგრამ მწუხარე თითქოს დიდი ვარ მაგრამ უბრალო თითქოს წვიმა ვარ მაგრამ მზიანი თითქოს აზრი ვარ მაგრამ სადაო თითქოს კაცი ვარ ენაწყლიანი მაგრამ თბილი ვარ თანაც საკმაოდ. თითქოს ვნება ვარ მაგრამ უმანკო თითქოს აზრი ვარ მაგრამ წაშლილი თითქოს მღერა ვარ მაგრამ უარფო თითქოს ქარი ვარ მაგრად აშილილი თითქოს ცრემლი ვარ მაგრამ ვიღიმი თითქოს დარდი ვარ მაგრამ ვინახავ თითქოს გული მაქ იავარქმნილი თითქოს არ ვამბობ მაგრამ მიყვარხარ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი