Meine Tragödie


ხშირად მაგონებ მარტის ყვავილებს
მაგონებ ზღვისფერ ლურჯთვალა იას
მოგონებები სანამ წამიღებს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას

სარკის ნატეხში საკუთარ ცხედარს
ვუცქერ და ვფიქრობ,რად ვარ ეული
ვიხსენებ ფართოდ გარინდულ მზერას
მტრობას მიპირებს შენი სხეული

მეტად მომღიმარს ჩემი თვალები
ვეღარ აიტანს ამდენ წვალებას, 
კვლავ დავიტოვე შენგან ვალები
ამიტომ ვფიქრობ გარდაცვალებას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი