ოფელია


რამდენს მეფიქრები ჩემო ოფელია
ნუთუ სიყმაწვილემ ასე ჩაიარა,
ჩემი განმკითხავი წუთისოფელია
მაგრამ უშენობით სად მეარა?...

ვიცი გამკიცხავენ ალბათ მეგობრები
რატომ გავურბივარ ისევ სინამდვილეს,
მაგრამ რა იციან შენზე ოცნებები
ღამით დაძინებას როგორ მიადვილებს

ჩემო ოფელია როტომ ვეღარ გხედავ
სულის მხუთავები მაჯებს მიტოკებენ,
ვიცი მოთმინება რაწამს დამარცხდება
მყისვე გულმოდგინედ შენზე ვიოცნებებ

ახლა მთელს ქალაქში მძიმე ბურუსია
მარტო ხეტიალი მხიბლავს ოხერია,
სასმელს მივეძალე და რაც მიმღერია
იმას ვიღიღინებ ახლაც ოფელია

გახსოვს მტკვრის ნაპირზე სიარული
ძალზედ გვემდუროდა ამინდები,
როგორ მენატრები ოფელია
ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრდები

ახლა იწურება ღამის სიმფონია
თვალებს მათრობელა ბინდი დაესია,
ჩემო ოფელია შენი მოსალმებაც
ჩემთვის საოცარი ნაზი ალერსია…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი