0 147

თამაში


მე არ მეძინა წუხელის
ტყუილად გავფლანგე წუთები
მავნე ჩვევების სიავეს
ვწუხვარ რომ ვერ გეუბნები

ობლად დამტოვა სიმწრისგან
ნერვებს ვაძალებ სიწყნარეს
აღშფოთებული დარდისგან
ვეღარ ვივიწყებ იმ წამებს

რწმენას ქუჩაში დავეძებ
თავში ძალა რომ ვიპოვო
და გონებიდან წარსულის
ნაწილი გამოვიგლოვო

საშინელია თამაში
ბედნიერს ტოვებს არავის
მოგებით განცდილ ოცნებებს
ვერ გაიყოლებ სახლამდის

მერე ადვილად ბრაზდები
როცა გეტყვიან საყვედურს
ოთახის მსგავსად შენს თავშიც
ვერაფერს ამჩნევ არაეულს

დიდი მტერია აზარტი
მეგობარს თუკი გავიწყებს
და ახლობელი გართობას
დღეისთვის ალბათ არ მიწყენს

ამას ფიქრობ და მაშინვე
ფლანგავ ყველაზე სანუკვარს
გვიანღა ხვდები არასდროს
თამაშს არავინ არ უყვარს…
კომენტარები (0)