მე


მე ის ვარ,მე იქ ვარ
მე აქ ვარ,მე სხვა ვარ
მე მზე ვარ და მთვარეც
დღეც ვარ და ღამეც
მე უძირო ვარ მე ვარ ძირული
მე უპირო ვარ ზედაპირული
მე ვარ წვიმა და დამდის ცრემლები
მე უცრემლობას დავეცრემლები
მე ვარ ოცნება და თან არა ვარ
მე უპირობო ამოცანა ვარ
მე ვარ თოვლი და მე ვარ ყინული
ჩამოცვენილი ხევის ბინული
მე ვარ ახალი და ვარ ძირძველი
მაღლა რაც არ ჩანს მაგას ძირს ველი
მე ვარ მდიდარი და ვარ ღარიბი
ცხოვრების აზრის ამონარიდი
მე ვარ სიცრუე და ვარ მართალი
მე სასაფლაოს ქვა ვარ გამქრალი
მე ვარ ღირსება და ვარ უღირსი
გალავანი ვარ ანანურისი
მე ვარ სიტკბო და მე ვარ სიამე
შენ გაქ სათქმელი და არ მიამბე
მე მოვალ ადრე მოვალ ვარდებით
სევდა მორთული შარავანდედით…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი