დამისხით


დამისხით,
სანამ ყელში მაქ სისხლი გაჩრილი
ჩემი გამგები არავინაა
უკან დამყვება მისი აჩრდილი
მისი გული კი სადღაც მიღმაა
დამისხით,მე ხომ გიჟი ვარ უდაოდ
მე სიყვარულის ვცხოვრობ ფერებში
მასთან ვეძებდი ყოველთვის მაგრამ
ალერსს ვპოულობ ვაზის მტევნებში
დამისხით,ოღონდ ცოტა მეტობით
უკანასკნელად მანდეთ ფიალა
მინდა ღვინომაც ისე გამლიოს
როგორც იმ ქალმა გადამიარა
დამტოვეთ მარტო,გააღეთ ზეცა
სანთლებს მიარგეთ გრძელი პატრუქი
ამაღამ უნდა დარდებზე ვწერო
თუნდ ამოვარდეს შავი ქარბუქი
მიყურეთ,სანამდეც ვტირი შიგნიდან
ცრემლებით მოვრწყა მინდა ვარდები
მინდა მიგლოვოთ ზუსტად იმ დღიდან
როცა სარკმლიდან გადავვარდები
ვხედავ სიკვდილი როგორ უღიმის
უცხოდ მფშვნეტარე მოხუც ლამპიონს
მინდა იმ ქალის მოკლე დღეები
ტანჯულ სიცოცხლედ გადააქციოს
ვისი ზეობაც ასე უძირო
ამ ცისქვეშეთში სხვა არ მინახავს
ტრფობა წამებულს ეს ჭაობები
მისთვის ათასგზის გადამილახავს
დამისხით თუკი ოცნების ფერებს
გული სხივებად აღარ უნათებს
გადავფრინდები და სულით მდევრებს
გადავულოცავ მიწის გუმბათებს
სადაც სანთლებად დაიღვენთება
თქვენი ცრემლები ლოდინის გლოვით
და თუ სამოთხე გამითენდება
შევეგებები სიკვდილს ამ ფორმით.
მძიმე ვარდნისას ტოტებსაც მოვტეხ
გვამი ზამთრისას იგრძნობს სიცივეს
ყველა დამხედავს მიგლოვებს მაგრამ
შავად მორთული ის არ იტირებს
ის ხომ ომია ქალად შემკული
მან დამიმალა თეთრი მანდილი
და დამიტოვა მზერათა შორის
თვალუწვდომელი ტრფობის მანძილი
და თუ ბილიკი ასე ვიწროა
მგელი კრავისთვის ძებნად არ დადის
მინდოდა შენთვის მადლობა მეთქვა
მაგრამ პირიქით გეტყვი არაფრის
დრო ხომ ურცხვია იგი არ ამბობს
რასაც უნდობლად ჩემთან მალავდი
ადრე ვუძლებდი ამ მონატრებას
მაგრამ ამაღამ უფრო დამაკლდი
ახლა მივდივარ მინდა გავცურო
ჰაერში ვნახავ ღრუბელთა ბორანს
წამით ცხოვრება რომ გადავფურცლო
პატივი ეცი ამ მოსაგონარს…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი