აღსარება
ვის რა ვკითხო,ვინ რა იცის რას მერჩიან ისრები რაში ვხარჯავ ყოფით წუთებს ცოდვებისგან ვისვრები საუკუნო სავალ გზაზე ამერია ბილიკი უკან ზურგში მომაწიეს გამოლანძღვა,ქილიკი პატივი ეც მეგობარს და ღმერთს დაუდექ მსახურად ვის სიკეთე დავანახე მტერი მიძმო პასუხად ღვინობის თვის მიწურულს დავემკვიდრე სავანეს ტაძრის ბნელი წარსული მაშინათვე გამანდეს ღმერთო ნუთუ არ დარჩა ქვეყნად წმინდა ადგილი სადაც ჩემდა საცდურად ეშმაკს არ აქვს გავლილი როცა რწმენა შემერყა შენ მაშინაც გინდოდი მრავალჯერ გაგამტყუნე სანამ ამოგიცნობდი ნუთუ ბედნიერებას სიმდაბლეში სახავდი არ მეგონა ქუჩაში ღმერთს თუ დავინახავდი რა უფლებით ვითხოვ რამეს ერთხელაც არ ვინანე მოღალატის თასებით ხელი გადავიბანე შენ იცოდი რომ იმ ღამეს სამჯერ მაინც გაგცემდი რომ ათასჯერ გიღალატე სანამ ჯვარზე გაცმევდი შენს წამებას ვიქეიფე შენს აღდგომას ვტიროდი მათრახით რომ გაგშოლტე მდუმარებას ითხოვდი ფერხთ მეძავმა გაკოცა და შენ უკან არ გადგი გამეფების გვირგვინად თავს ეკალი დაგადგი შეგაფურთხე,ჯვარზე გაცვი მოთმინება გყოფნიდა მე კი ერთხელ გაბრაზებულს ღვთის გაყიდვა მომინდა არ გამწირე როცა ეშმაკს შენი თავი მივართვი როცა ვერცხლის საფასურად ფიქრშიც გამიიაფდი მე იმ ღამეს სიამაყით მივეძალე ლოთობას გაყიდული ღმერთკაცი გაგისტუმრე გოლგოთას საშინელი ვნებები მერე როცა მახარეს მოსამართლე ყვავებმა ცალი თვალი დამთხარეს ფხიზელ გონზე ვერ გნახე თავში ძალა არ მეყო არ მინდოდა ვინმესთვის ვერცხლის გული გამეყო გვიან მივხვდი არცერთ ფულად შენი ტანჯვა არ ღირდა შეცდომების დათრგუნვა ვეღარ გამიადვილდა ნუთუ ეშმაკს ვერ ვძლიე მან იმარჯვა მე კიდე ტკივილების საოხად ხეზე ჩამოვეკიდე მერამდენე წელი გადის ვეღარ ვითვლი უფალო თავს ვერ ვატან იმის ძალას გამოგიტყდე ვწუხვარო თუ ამ ქვეყნად რთულად გავჩნდი წამიყვანე ადვილად მირჩევნია ფარი ვიყო ვიდრე გექცე მახვილად მომიტევე რომ ამდენი მღვრიე ცრემლი გდიოდა ყველა ჩემი შეცდომა სიყვარულით გტკიოდა მომიტევე რომ გაგწირე ახლა მინდა მტკიოდეს და ტკივილი ცრემლებად თვალზე გადმომდიოდეს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი