ძილის წინ


ახლა თორმეტს გადაცდა
გამოვთვალე წამი წუთში
მხრებზე ისე შემაცია
მოვიკუნტე მაისურში
მაგრამ როგორ გავთბები
როცა გულზე ლოდია
ყურში მძიმედ ჩამესმის
ქარების მელოდია
გარეთ ვებრძვი სიცივეს
შიგნით ვუძლებ ქარიშხალს
სიყვარულის გარეშე
გადავყლაპავ დარიშხანს
ჩანახატებს ვუმღერი
როცა სახლში მარტო ვარ
ყოველ ღამე გნატრულობ
შენ კი აღარ გახსოვარ
ვის მივუძღვნა სტროფები
ლექსი ვისთვის დავწერო
შენი სახლის კედელზე
პლიუსს რა მივაწერო
მიყვებოდი ყველაფერს
ვერ იტევდი ენაზე
როცა გულით გისმენდი
თურმე სხვას გაენაზე
ალერსი რომ გინდოდა
ნუთუ მხოლოდ ეს არი
წრფელი გულით სიყვარულს
შენგან ვერ მოვესწარი
ამ ბოლო დროს რამდენჯერ
თავს დამესხნენ აზრები
ყოველ შენ გახსენებას
ჩემს თავს მე ვუბრაზდები
სეირნობდი ქუჩაში
დაგინახე მე კიდე
სამუდამო ტკივილად
მაშინ გადამეკიდე
ვერ გიშორებ თავიდან
ქალი ხარ და ვცდუნები
მერამდენე წელია
დაშორებას ვუნდები
ვიცი უნდა დავასრულო
შევეგებო ახალ დროს
თავს არ მივცემ უფლებას
მონატრებამ დამღალოს
მინდა მალე გათენდეს
დრომ დაცალოს წუთები
შენზე აღარ ვიფიქრებ
სამუდამოდ ვჩუმდები…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი