პაემანი ტბაზე
თუ ჩემ გულს ეძებ ლამაზო მომღიმრად გეტყვი კაეშანს საღამოს ცხრაზე ეწვიე შენთვის დანიშნულ პაემანს გედების ტბაზე ხის ძირას ორ კაცსზე მრგვალი მაგიდა ღვინოს ვუკვეთავ ყინულით სახეზე გატყობ არ გინდა წარბებს დაბლა ხრის სინაზე ლოყები გახდა წითელი ჩახუტებისგან სიამეს გატყობ ვერ უძლებ ფხიზელი თავიდან მორცხვად მიყურებ ნელ-ნელა მხრებში იწევი ჩემკენ მოხრილი მკლავებით სკამზე ბავშვივით ირწევი ახლად გაწყობილ სუფრასთან ამბავს მიყვები მოგონილს ენას კბილებით ილესავ გადააჭარბე მოლოდინს მე კი ალერსით გიღიმი აღსანიშნავად ნდობისა თვითონ ჯერებად გადაკრავ ღვინოსაც ნიშნად თრობისა მთვარემ ვნებებად დაგძალა და სიჩუმეში მოდუნდი კულულებიან ბაგეზე ყურებით გულსაც მოუნდი უეცრად გასვლა მოგინდა შენთვის სარფიან საქმეზე კაბას მოკლეზე აიწევ ასაკს დამალავ სახეზე წუთებს დაითვლი მოთმენით და მოხვალ ცოტა გვიანად თავდაჯერებით უმანკო თვალებს გამიყრი მთლიანად გედების ტკბილი მუსიკა ისე მაცდურად ჟღერადობს თითქოს ქვედა ტუჩს სიმწრისგან კოცნა უნდა და ვერ ამბობს რა ნაადრევად გატკბობენ მწველი სურნელი ვარდების ამაღამ გულს თუ ვერ მანდობ გახსნა მოგიწევს კარტების ჩუმად მანიშნებ წავალო როცა დათრგუნე ცდუნება გონება უნდა აწვალო გული თუ სხვას გეუბნება თავს არ მოუკლა წყურვილი ჩემთან დარჩი და გებედე რომ ამ მშვენიერ საღამოს სხვა ვეღარავის ამჩნევდე ვიცი მოელი სარეცელს და მაპატიე გეთაყვა თუ ეს უხეში თვალები შენს სილამაზეს ვერ აყვა გაისმა ნაზი ჰანგები გამომიწვიე დაისად ცეკვაზე უარს ვამბობდი გადამიბირე გაისად ეშაფოტზე დგას მოხუცი მაცდურად უკრავს პიანოს ალბათ უნდა რომ წყვილების გულის სიღრმეებს მიაგნოს მაგრამ მარტო ვართ სცენაზე როცა მსურველი ასია ამ გასაოცარ ბილიკზე ჩვენი მეგზური ვალსია ფეხზე ფეხს მადგამ შემთხვევით ახლოს მოდიხარ მკლავამდის ვერ ბედავ ასე დამნებდე ცდილობ წამოგცდეს ნახვამდის მაგრად მოგხვიე ხელები წელზე და ჩემკენ მოგზიდე შენი თვალების მფარველად მინდა არასდროს მოგწყინდე ყურს უკან სველმა ნიავმა ქალური გზნება აანთო და მღელვარების ხანძარმა შენი ტუჩები გაათბო ვერ მოითმინე როდესაც ბნელ ცაზე შუქმა იელვა კოცნის სურვილმა დაგძლია და შენ მაკოცე პირველმა მერე გავყევით სისუსტეს საღი ტუჩებიც გათელე და სუსხიანი საღამო ჩემს მკერდზე გადაათენე მახსოვს მომღიმარს გეძინა მე გიცქეროდი დილამდე მთელი არსებით მიყვარხარ არ მინდა გადამიყვარდე მერე კი სველი თვალები წვიმის წვეთებმა დასერა როდესაც ტბაზე ვიღაცამ გაღიმებულმა დამხედა აგერ აგდია წყილს პირზე ლოთებმა მარტო მიაგდეს არც გული ყოფნის არც ფული საყვარელ ქალს რომ მიადგეს ის ერთი ყავდა რომელიც ღიმილს გვრიდა და მოუკვდა სიყვარულს ეტრფის ზეცაში წუხელაც მასთან მოუნდა ვიპოვეთ ტბასთან მაძღარი ჩამესმის მწყრალად სიტყვები გაბრაზებულმა ამაგდო მე კი მორჩილად მივყვები მოგონებებით არსებობს ნაცნობ ადგილებს აწყდება და სიყვარული მისდამი დღემდე არასდროს არ წყდება მერე უეცრად შორიდან ვიღაც მომადგა კონვერტით გაკვრით ეწერა ძვირფასო ეს სიზმარია დროებით ცრემლად გამევსო სახე და თავი ხის ჯებირს მივანდე რა იქნებოდა უფალო მეც მასთან გადამიყვანდე ვგრძნობ რომ ახლოს ხარ პატარავ ჩემგან მოითხოვ არაფერს მაგრამ გიპოვი ვიდრემდის მე უშენობა გამაფრენს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი