გაფრინდი ჩემო მერცხალო


გაფრინდი ჩემო მერცხალო
თავისუფლება გწყურია
კვლავ მიაშურე თბილ ქვეყნებს
აქ ხომ სიცოცხლე რთულია
ჩამოგაცალე ოჯახს მეგობრებს
და მოგიჩინე მცირე საკანი
თითქოსდა ვითომ მე მეკუთვნოდე
მიგისაკუთრე როგორც საგანი
აღარ განახე ზეცა და მიწა
ვერცა გაშალე ეს ფრთები ფართოდ
გამოგიმეტე მძიმე სასჯელი
სამუდამობით სულ ყოფნა მარტოდ
ჩემი წყალობით გახდი ტანჯული
და მოგიშალე კარგი გუნება
როცა წაგართვი ღვთის ნაბოძები
ასე ნანატრი თავისუფლება
ახლა გაფრინდი ჩემო მერცხალო
მარტო სიცოცხლე რთულია
შენც როგორც ყველა სულიერს
თავისუფლება გწყურია…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი