ვნების აივანი


მზე გაიფურჩქნა შვიდი მაისის
ისიც გამოვა,გადაფენს ზეწარს
აივანს მორთავს ნორჩი ვარდივით
ხელებს გაშლის და ახედავს ზეცას
მოკლე ხალათი,ვიწრო ფეხები
როგორ უმშვენებს ნაზ ტანს და სახეს
ორბის თვალებმა დილაადრიან
ჩემი სხეული ცოცხლად დამარხეს
გაშლილი თმები სიოს მიყვება
მის წითელ ლოყას ღიმილი შვენის
თავდაჯერების გზები ირევა
მე ჩახუტება თუღა მიშველის
როგორ გავუძლო,მგზნებარე ტუჩებს,
ზეცის ანგელოზს მივეტრფი ამ წამს
გაოცებული მზის სხივს უყურებს
და სიხარული უსველებს წამწამს,
მთელი სიცხადით მიველტვი,ვღელავ,
მხრების სიდინჯით ვაბოლებ ჩიბუხს
ერთხელაც ისევ თუ შემომხედავს
ვეღარ დავფარავ გზნება დანისლულს
ყელს მოიფერებს ნატიფ თითებით
ნიავს უამბობს თავის წუხილებს
ისე მინდება მასთან ალერსი
გადავირევი სალამს თუ იხლებს
ბროწეულივით გაშლილი მკერდი
ეერთგულება სურვილს და ალღოს
გვერდზე ჩამოხსნილ კაბაში მენჯი
გამონათებას ადრიან ლამობს
თრთის და იღიმის ფართო თვალებით
თითქოს მიხვდა რომ მისთვის ვირევი
ნუთუ არ იცის დრო რომ გამექცა
და წამიერად გამყავს კვირები
ყველა აისზე გარეთ ვიღვიძებ
ვნება დავარქვი მე ჩემს აივანს
და ველოდები ერთადერთ დილას
თმენა ჭკუიდან რომ გადაიყვანს…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი