რად გინდა გული


რად გინდა გული თუ არ გეტკინა
და სიხარულის არიცი ფასი
არ გყვარებია მთელი არსებით
თუკი სხვასთანაც იგრძენი მსგავსი
რად გინდა გული თუკი არ ნანობ
და შეცდომაზე დახუჭავ თვალებს
როგორ მეტყვი რომ გიყვარს შვილები
თუ ყველასათვის არ დათმობ მკლავებს
რად გინდა გული თუ გაიღვიძე
და ხელაპყრობით არ თქვი მადლობა
ღამით ვნებისგან გადარჩენილმა
არ განადიდე უფლის წყალობა
რად გინდა გული თუკი მეგობარს
შურს დაუყოლებ სიტყვით ქებისას
ბრაზის მაგივრად კარგი ძმობისთვის
არ თანაუგრძნობ გაჭირვებისას
რად გინდა გული თუკი გამოცდი
მამა უცრემლოდ რამდენად ღელავს
გამეტებული ცეცხლის ალები
თუ გამოუწვავს ხელის გულს დედას
რად გინდა გული თუკი სამშობლოს
არ მიუძღვენი ერთი დღე მაინც
ქუჩაში ღარიბს ზურგი აქციე
და აიშენე მეორე სახლიც
რად გინდა გული თუ სიამაყეს
სამართლიანად ვეღარ მიყვები
სტუმრად შემოსულ ახლო ნათესავს
უეჭვო ნდობას ვერ შეპირდები
რად გინდა გული თუკი ორგულობ
და სხვებისაგან ელი სიამეს
დაუზარელი შრომის მაგივრად
სიტყვები შეგვრჩა ადამიანებს…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი