წუხელ ვარდები დამესიზმრა🌹


წუხელ ვარდები დამესიზმრა
მე ლამაზები
დილაადრიან შენც ვარდივით 
მელამაზები
რამდენჯერ ვნახე მხრებს დაზიდული
შენი ლავიწი
იმდენჯერ ვნების ჩაუქრობელ
ცეცხლში დავიწვი
წუხელის ძილში მომელანდა
შენი ტუჩები
დილაადრიან ვერც უშენობას
გადავურჩები
წუხელ ვარდები დამესიზმრა
მე ლამაზები
დილაადრიან შენც ვარდივით
მელამაზები…🌹

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი