მე რომ შემეძლოს
მე რომ შემეძლოს შენი დახატვა გადავაგდებდი ფანჯრიდან ფუნჯებს ვერც ერთი ტილო ვერ დაამშვენებს ახლად გაფურჩქნულ ვარდივით ტუჩებს მე რომ შემეძლოს ლექსის დაწერა ბუხარში დავწვავ მე ყველა რითმას ვერ მოვიგონებ შენი თვალების და სილამაზის შესადარ სიტყვას მე რომ შემეძლოს შენთან შეხვედრა გეტყვი თუ არა არ ვიცი რამეს ერთი კი ვიცი სავსე თვალები შენი ნახვისას მაინც დამაბნევს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი