არ დაივიწყო


მე ვერ გავბრაზდი შენზე
ვერ გავუბრაზდი თვალებს
მე ვერ ვეჩხუბე წამწამს
ვერ მოვეფერე მკლავებს
დავიმარტოვე სული
და მომერია სევდა
მე მონატრება შენი
ყოველ ნაბიჯზე მდევდა
ვერ გაგიბრაზდი მხოლოდ
გულმა დაფარა ნდომა
ობი დაადო სხეულს
საკუთარ თავთან ომმა
მზეს აღარააქვს სითბო
მთვარემ დაკარგა ძალი
გულამღვრეული მარტო
დავეხეტები მთვრალი
მიწას ვუყურებ მძიმედ
ჩემი აჩრდილი მასწრებს
სახლში მისულზე ღვინის
გადავაბრუნებ კასრებს
გადავიქცევი სევდის
გულზე დაღვენთილ სანთლად
იმასაც ვიტყვი ადრე
რაც არ გითხარი მართლად
დრომ გადაფურჩქნა ვარდი
და გაიფრინა წლებმა
ამ გულს ყოველთვის სწამდი
ვერ შემიყვარა შენმა
ელვა მახსენებს თმებზე
ცრემლად ჩამოსულ წვიმას
მავნე ღამეს კი შენგან
რაც დამრჩა ისიც მიაქვს
ახლა კი ბოლოს იმაზე მეტად
ვიდრე წარსულში აქამდე იყო
ერთადერთი ხარ ჩემთვის ამქვეყნად
და არასოდეს არ დაივიწყო…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი