***


რა გესიზმრება??
ამ ორი ვარსკვლავით ნეტავ
 რომელ ცაზე ანთიხარ.. 
ხომ არ გადაგყვა სიცხადედან
 ქარიშხლების ხმა??
 ნაცარწაყრილი თვალები..
ალბათ ძილის წინ  სუფთა ცრემლმა ამოგირეცხა...
როცა ტირიხარ,
თვალებიდან წყაროს წყალი გდის,
შენ შეგიძლია ერთი გვალვა ამატანინო.
რაც შენ მოხვედი,
მე მესიზმრება რომ სრულქმნილი ვარ და ჩემში ერთი ნაკლიც არაა,
ვხარობ სინაზით,
ტანმოქნეული დავნავარდობ
  და ვნანობ დღეებს ჩემი
 თავი რომ არ მიყვარდა.
თუ გესიზმრები ნეტავ
 სადმე მდინარის
 პირას,მე და შენ ერთად
 ვითვლით ტირიფებს,
ვიხსენებთ ჩვენ სიმორცხვეს,
ცრურწმენებს და გვესმის ჩრდილში
როგორ ფეთქავს ჩვენი სიცილი.
თუ გესიზმრება სიყვარული,
არა ისეთი ყველამ რომ იცის,
არამედ გულით,სულითა და 
ძვლებით რომ უყვართ,
ძვალში ჩასული სიყვარულია
რომ გაჰკივის მარადისობას.
მე დამესიზმრა და სიცხადეში 
შევიგრძენი მისი სისრულე.
რა გესიზმრება ნეტავ???
ნეტავ იმ ორი ვარსკვლავის იქით 
თუ დავშრიალებ,თუ შემიძლია 
ვიფარფატო შენ ხელის გულზე....
რაც შენ მოხვედი რეალობა 
ტკბილ სიზმრებს სცდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი