* * *
ამოიოხრა ღამემ უკანასკნელი დღის სინათლე, რა ყოვლისშემძლეა ზოგჯერ სისუსტე, მთელი ცხოვრება გაძლებინებს. მიედინება ღამე სიჩუმის უნაზესი მუსიკით, როგორც მდინარე დამშვიდებული. მიედინება ქალწულთა სიზმრებით, ქვრივთა მოთქმით და მიტოვებულთა დუმილით, ავადმყოფთა მწყურვალ სიცოცხლით. რა მსუბუქია ბედნიერთათვის ჰაერი და მიწაზეც დგომა. სადაცაა,შემეხოს ღამე და გული გატყდეს,როგორც ტყდება ცივი მინა ცხელს რომ ჩაიღვრის. რა იქნება რომ შემთხვევითი ბედნიერება,ნელსურნელებით, გიჟური სიბრძნით ჩვენ ცხოვრების ახლობელად რომ იქცეოდეს. აი,ისეთი,რთულ დღეებში ხელს გვიწოდებს,მოწყენილს და იმედდაკარგულს მხარს რომ დაგვიჭერს. მიედინება ღამე მდორედ და შიგ ცვივიან სურვილები,უნდათ რომ ფსკერზე ჩაყვინთონ და შლამი გასინჯონ... ვუყურებ ღამეს ერთფეროვან ნაპირებს შორის, გავა წუთები და მისი ბინდი შეთხელდება და მე შევხვდები ჩემ სიცხადეს დილის მოტანილს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი