* * *
კიბეზე ადის და ჩამოდის, ვხედავ სილუეტს, თვალის ხამხამიც მეზარება ისე გავქვავდი, მათ ვინც ტყუილი შეიძულეს და ვერ იგუეს გაუორმაგეს წუთისოფლის გადასახადი. ჰო,არაფერი ემოცია სადღაც მინავლდა, პირს ვერ გამიხსნის ვერაფერი,ხმა რომ წამომცდეს, ღმერთო დალოცე ყველა ის ვინც ასე მიყვარდა, ყველა ვინც ჩემში ამოძირკვა ირგვლივ სამოთხე. ხელები კრავენ ერთმანეთს და ისე დავდივარ, ამინდი თითქოს შემკვეთია ღამისებრ ბინდის, სიჩუმე თითქოს იცქირება თმენის ნაღმიდან და ცაზე ვხედავ ღრუბელი რომ ღრუბელთან მიდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი