* * *
გეძახი მაგრამ შენთან რა მინდა მე ჩემი თავი ვერ განმიკურნავს ვერ გამოვსულვარ კოშმარ ღამიდან დილის სინათლე კარებს მიხურავს. გლოცულობ მაგრამ მოველი არას, რწმენაშერყეულს მიმძიმს მოთმენა ყველა თავისთვის იგროვებს მთავარს მე კი მადარდეს ყვითელ ფოთლებმა. დალეწილი ვარ თითქოს შეგნებით, რომ სივერაგეს მივუხვდი აწმყოს, რომ უღელივით ქაოსს შევები და დღეებს უნდა მიწაზე დამყოს. მე ჩემი თავი ვერ განმიკურნავს და შენს საშველად ხელებს ვაცეცებ თან შეღამებას მინდა შემოგხვდე რომ ვერ ხედავდე ცრემლის ნაკეცებს. ჩემს ლანდს ჩრდილებიც შემოელია, ფოთოლზე უფრო მსუბუქი,თხელი შენ რომ გიყვარდა ის "მე" ძველია გულებიც უკვე ცივია ხელის. სამყაროს ყველა კუთხეში მითოვს, ვლოცულობ თუმცა რწმენა მიგვარდა, ვინც მაძულებდა თავს,შემებრალა ვინც შევიყვარე,გადამიყვარდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი